03:41 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (996)
79 0 0

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ბოლო მონაცემებით, აუცილებელი დახმარება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს 18,3 ათასზე მეტ მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო 9,3 ათასზე მეტმა მოქალაქემ სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში, დღეს შესრულდა ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 109 მოქალაქე. დღეს ასევე დაგეგმილია ავიარეისი პრაღა-ბათუმი.

მსოფლიოში COVID-19-ის საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, უცხოეთში მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება. საჭიროების მიხედვით, მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით. ასევე ეხმარებიან მათ სამშობლოში დაბრუნებაში.

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და მათი ადგილზე დახმარებისთვის მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში შეტანილი მონაცემების დამუშავების შემდგომ კი მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები:

5 მაისი – ათენი–თბილისი

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი - ბერლინი - თბილისი.

ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდანაც.

ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ  ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „ბელავიამ“ და საქართველოს მთავრობამ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად, მინსკის აეროპორტიდან 3, 10 და 17 მაისს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება. ბილეთები დანიშნულ რეისამდე ორი დღით ადრე გაიყიდება. ყიდვა შესაძლებელია ავიაკომპანია „ბელავიის“ ვებ-გვერდზე.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (996)

მთავარი თემები