03:54 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2112)
28485 0 0

ნოდარ მელაძის შემდეგ ტელეკომპანია „პირველზე“ „მთავარი არხის“ კიდევ ოთხი ჟურნალისტი გადავიდა. ნახეთ, ვინ არიან ისინი.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnk. „TV პირველის“ გუნდს „მთავარი არხიდან“ წასული ოთხი ჟურნალისტი შეურთდა. ინფორმაციას არხის დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უმაგრესი მატება გვაქვს „ტვ პირველს“: ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი დღეიდან ჩვენი ტელევიზიის გუნდში, დიდი და საინტერესო გეგმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ბავშვებო, ჩვენს არხზე და ერთად, დიდი წარმატებები“, – წერს ინგა გრიგოლია.

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა.

მელაძის „მთავარი არხიდან" წასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია. Facebook-ზე მან მხოლოდ ეს დაწერა: „ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“.

„მთავარი არხის“ დაფუძნებამდე ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და ბოლო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილთან ერთად მუშაობა „მთავარ არხზე“ გააგრძელა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2112)

მთავარი თემები