05:17 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2403)
182 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში დარჩენილი ვარსკვლავები ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ვიდეოებს აქვეყნებენ. იუმორისტ ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და ორი ქალიშვილი მამის გარეშე ერთობა. ნახეთ, როგორ ატარებენ დროს ლიკუნა მეტრეველი, ნინა და ნიტა ფხაკაძეები

მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი ვასო ფხაკაძე გადაღებებზე უწყვეტად მუშაობს, სამაგიეროდ მისი მოდელი ცოლი და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი სახლში განაგრძობენ გართობას. ლიკუნა მეტრეველმა საკუთარ გვერდზე პოზიტიური ვიდეო განათავსა. ტანწერწეტა მოდელმა ორივე ქალიშვილი ერთდროულად აიყვანა და ცდილობს გაახალისოს. ნინა და ნიტა ფხაკაძეები სიცილ-კისკისში არიან, დედა კი მათთან ერთად ერთობა. არტისტული და ქარიზმატული მსახიობის დაოჯახებას გულშემატკივრები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მშვენიერი ლიკუნა მეტრეველია. ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა, რადგან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

View this post on Instagram

Family 😇 Love ⭐️ 📸 @kikalastudio 💛

A post shared by Likuna Metreveli (@likunametreveli) on

წლების წინ ვასო ფხაკაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მესამე ბიჭი უნდა რომ ჰყავდეს. „ყოველთვის მინდოდა, რომ გოგოები მყოლოდა. ძალიან კარგი ყოფილა მამისთვის გოგო, თუმცა მინდა მესამე ბიჭი გვყავდეს, გვარის გამგრძელებელი“, - ამბობდა ფხაკაძე. ლიკუნასა და ვასოს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს საერთოდ არ იგრძნობა ურთიერთობაში და ფაქტია, რომ ამას ხელი მათთვის არაფერში შეუშლია.

პატარა ანგელოზებს მამას ამსგავსებენ. ნინა 4 წლის, ხოლო ნიტა 2 წლისაა. როგორც ლიკუნა ამბობს, იუმორისტი მზრუნველი მამაა. მშვენიერი ქალიშვილების ჩვილობისას აქტიურად ჩაერთო მათ მოვლაში, დაბანასა და საჭმლის მომზადებაში. ცნობილი წყვილის ოჯახში მუდამ სიცილ-კისკისია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ვასო ბავშვებთან დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს - ეს ფოტოებზეც კარგად ჩანს. ახლა კი ვასო გადაღებებს ისე ინტენსიურად აღარ ესწრება და მან და ოჯახის წევრებმა თავი სახლში მოიყარეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2403)

მთავარი თემები