02:48 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (931)
179 0 0

აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭიროა ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე მოქალაქემ უწყების ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმა შეავსოს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიუხედავად საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვებისა, თბილისელები ქალაქიდან გასვლას და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას შეძლებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 21:00 საათზე ორდღიანი ვადა ამოიწურა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების სურვილი ჰქონდა. თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი კვლავ დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნულ ქალაქებში 15 აპრილს საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო და მკაცრი კონტროლი დაწესდა.

თუმცა, დღეიდან თბილისის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიზნით ქალაქიდან გასვლას 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას 18:00-დან 19:00 საათამდე შეძლებს. ამისთვის აუცილებელი პირობაა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ნებართვის მიღება.

აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭიროა ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე მოქალაქემ უწყების ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმა შეავსოს.

განცხადების საფუძველზე სამინისტრო ერთჯერად ან მრავალჯერად საშვს გასცემს.

ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის მცხოვრებლებმა კი ანალოგიური ნებართვის მისაღებად რეგიონულ შტაბებს უნდა მიმართონ.

როგორც ფერმერები აცხადებენ, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, კარგი მოსავლის მისაღებად ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაოები საჭირო დროს და საჭირო თანმიმდევრობით ჩატარდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (931)

მთავარი თემები