პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run

© courtesy of Wings for Life World Runმარათონი Wings for Life World Run
მარათონი Wings for Life World Run - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მასშტაბურ საქველმოქმედო მარათონში Wings for Life World Run მონაწილეობას წელს მეშვიდედ აპირებდა.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run, რომელიც 3 მაისს უნდა გამართულიყო, იუწყებიან ორგანიზატორები.

წელს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში – მსოფლიო საქველმოქმედო მარათონში Wings for Life World Run 2020 მონაწილეობას მეშვიდედ გეგმავდა.

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო გადავწყვიტეთ გავაუქმოთ 3 მაისს დაგეგმილი ცამეტივე რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით და ასევე ორგანიზებული რბენა აპლიკაციით. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებამ არ დაგაზარალათ. თქვენ, თქვენს ოჯახსა და ირგვლივ მყოფებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრადიციისამებრ, ქართული მარათონი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გარბენის ნაწილი, 3 მაისს კახეთში უნდა გამართულიყო. სასტარტო პუნქტი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზე იგეგმებოდა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

საქველმოქმედო მარათონში, ჩვეულებრივ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0