23:31 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2200)
47 0 0

სააგენტოს მკითხველთა დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა დაჯარიმების წინააღმდეგია.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ რთულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადამიანების დაჯარიმება უსამართლოა, ამაზე მეტყველებს სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

მკითხველთა 62,8%-ის აზრით, „საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმება არის“ – „უსამართლობა, ადამიანები ისედაც შემოსავლის გარეშე დარჩნენ“. 

გამოკითხვაში მონაწილეთა 18,6% კი მიღებულ ზომას სამართლიანად მიიჩნევს – „სხვანაირად ადამიანებს სახლში დარჩენას ვერ აიძულებ“. მკითხველთა 18,7%-ის აზრით კი „ჯარიმები საჭიროა, თუმცა ზოგ შემთხვევაში „გაბერილია“.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა, თუმცა მთავრობამ მისი 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, პარლამენტი კი საკითხს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2200)

მთავარი თემები