Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ხელით არ შეეხო: საქართველოში სენსორული ღილაკების წარმოება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerლიფტის კაბინა
ლიფტის კაბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ, არ შეეხონ საგნებს საზოგადოებრივ ადგილებში.

თბილისი 17 აპრილი – Sputnik. საქართველოში უკონტაქტო სენსორული ღილაკების წარმოება დაიწყო, რათა ადამიანები რაც შეიძლება ნაკლებად შეეხონ ზედაპირებს საზოგადოებრივ ადგილებში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ელექტრონიღაბი - Sputnik საქართველო
ქართველმა ახალგაზრდამ პირველი ანტივირუსული ელექტრონიღაბი გამოიგონა

წარმოება დაიწყეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის sensor.ge ავტორებმა.

სენსორული ღილაკები დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ადგილებში. სენსორული ღილაკით სარგებლობისთვის საკმარისი იქნება, რომ მოქალაქემ 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მანძილზე მიიტანოს ხელი ღილაკთან.

სენსორული ღილაკის სატესტო ვერსია უკვე დაამონტაჟეს „ტექნოპარკის“ ლიფტში. ინოვაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ დაგვიცავს ვირუსის გავრცელებისგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში... ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ეხმარება ამ სტარტაპს“, – განაცხადა თურნავამ.

პროექტისთვის გამოყოფილია 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი. ეს თანხა პირველი პარტიის – 1 ათასი ცალი სენსორული ღილაკის გამოშვებაზე იქნება მიმართული.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0