Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საპატრიარქო მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე ბავშვების მიყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს

© Sputnik / STRINGERტაძრის ეზო
ტაძრის ეზო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ კანონი არ დაარღვიოს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, მრევლი ეკლესიაში 21:00 საათამდე უნდა მივიდეს და ტერიტორია დილის 6 საათის შემდეგ დატოვოს, როდესაც კომენდანტის საათი დასრულდება.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლს შესაბამისად ჩაცმას და ბავშვების გარეშე მისვლას ურჩევენ. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ეს არის შეღავათიანი პირობა“ - რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ აღდგომის დღესასწაულზე

როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საპატრიარქოს პრეს-მდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდება და ადამიანებს ეკლესიის ეზოში მთელი ღამის განმავლობაში, კომენდანტის საათის დასრულებამდე დარჩენა მოუწევთ.

„მრევლს ვთხოვ გაითვალისწინოს: ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ჩვენს ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ და, საკარანტინო წესების მიხედვით, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00-დან დილის 06:00 საათამდე. ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მრევლი კი ტაძრის ეზოში სპეციალურ მონიშნულ ადგილებზე იდგება“, – დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში.

მისი სიტყვებით, ლიტურგიაზე დასწრებისგან თავი უნდა შეიკავონ რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა და ბავშვებმა.

„ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ: აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები, შეასაძლოა, შედიან რისკ-ჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ, დარჩით სახლში“, – დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში.

იმისთვის, რომ კანონი არ დაარღვიოს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, მრევლი ეკლესიაში 21:00 საათამდე უნდა მივიდეს და ტერიტორია დილის 6 საათის შემდეგ დატოვოს, როდესაც კომენდანტის საათი დასრულდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყველას მოუწოდებენ სახლში დარჩენისკენ.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ვნების ხუთშაბათისადმი მიძღვნილი მსახურება 10 საათზე დაიწყო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0