08:11 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (939)
50 0 0

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში მზადყოფნის დონე დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საველე ჰოსპიტლები გაჩნდება ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა დადგება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ქვეყნის ყველა იმ რეგიონში, სადაც საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა დადგება, ისინი გაიხსნება და იმუშავებენ, როგორც ცხელების კლინიკები. 

„მომავალში იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტლების გაშლას. დეტალურად გვაქვს შესწავლილი ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და იმ მოცემულობიდან ვმოქმედებთ, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტლების ქსელთან მიმართებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს სუსტი წერტილები და ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა. მთავრობა ამ რეგიონების გაძლიერებას გეგმავს როგორც საველე ჰოსპიტლების დახმარებით, ისე პაციენტების მეზობელ რეგიონებში გადანაწილებით, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა როგორც სტაციონარებში საწოლების, ისე ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და სპეციალისტების რაოდენობით.  

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში მზადყოფნის დონე დამაკმაყოფილებელია.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 52, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (939)

მთავარი თემები