Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ექვსი წლის ბავშვს, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა დედასაც. ოჯახის დანარჩენი წევრები – მამა და მეორე ბავშვი კარანტინში იმყოფებიან.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით სამი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი ექვსი წლის ბავშვია, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან. 

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ერთ-ერთი ინფიცირებული ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა, ორი კი ბათუმის შემთხვევებს უკავშირდება.

„ერთი ახალი ინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი ორი პაციენტი გუშინ ბათუმში დადასტურებული შემთხვევაა – 40 წლის ქალი და ექვსი წლის ბავშვი, დედა-შვილი, რომლებიც თბილისში სწორედ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის მეუღლეს და კიდევ ერთ შვილს, ისინი ბათუმში საკარანტინო სივრცეში რჩებიან.

ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი იმყოფება. მათგან შვიდი არასრულწლოვანია. ორი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსზე ტესტი 14 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 54 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 38 მათ კლინიკაში იყო მოთავსებული.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან სომხეთიდან გადმოყვანილი სატვირთო ავტომობილის მძღოლებიც, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ვირუსი სომხეთში დაუდგინდათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

პოლიცია და მედიკები - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: დღევანდელი რეალობა მოვლენების განვითარების საუკეთესო სცენარს ემთხვევა

„მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. მათ ავადმყოფობის ცხრა თუ ათი დღე აქვთ. შესაბამისად, თუ ათი დღის განმავლობაში დაავადების მკვეთრი პროგრესი არ მიმდინარეობს, ასეთი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათი გამოჯანმრთელების პროცესი სხვებზე ადრე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეს ორი პაციენტი სწორედ ამ სიტუაციაში იმყოფება. მათი მდგომარეობა, ალბათ, სტაბილური დარჩება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ეზუგბაიას სიტყვებით, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„ბოლო დროს ჩვენ ვსაუბრობთ შვიდ მძიმე პაციენტზე, მათგან ორი განსაკუთრებით მძიმეა. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მძიმე პაციენტების რიცხვს არ მიეკუთვნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის ორი არასრულწლოვანი პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0