07:46 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (939)
72 0 0

ახალ პლატფორმაზე უფრო შეძლებული მოქალაქეები უფრო გაჭირვებული თანამოქალაქეების სასარგებლოდ კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფო სუბსიდიაზე უარის თქმას შეძლებენ.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. მათთვის, ვისაც კომუნალურ მომსახურებაზე სახელმწიფო სუბსიდიაზე უარის თქმა სურს, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა ჩაირთო, ნათქვამია საქართველოს ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა და უკვე გააკეთა განცხადება 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ. ამ თანხის ნაწილი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის მარტის, აპრილისა და მაისის კომუნალური გადასახადების დაფარვას მოხმარდება.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება>>

როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ონლაინ პლატფორმა შექმნა მათთვის, ვისაც სურს, უფრო გაჭირვებული მოქალაქეების სასარგებლოდ უარი თქვას სუბსიდიის მიღებაზე, თუ ასეთი საჭიროება მას არ აქვს.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდიის თითოეული დაბრუნებული თეთრი მოხმარდება ქვეყნის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც დახმარება რეალურად ესაჭიროებათ.

მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სუბსიდია შეეხო, 2 მილიონს აღწევს.

პლატფორმა, რომლის დახმარებითაც სუბსიდიაზე უარის თქმა შეიძლება, უკვე ჩაირთო და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gnerc.org.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტის და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით>>

მთვარობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 214 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 50, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (939)

მთავარი თემები