Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა მყისიერად 100 მილიონი ლარით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerქართული ვალუტა
ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტში მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ფონდი „ქართუ" მზადაა, ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს, ასევე შეასუსტოს მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხული თანხა 100 მილიონი ლარით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო.

თბილისში - Sputnik საქართველო
ფონდი „ქართუ" მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

აღსანიშნავია, რომ იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების სიაში, რომელთა ლოგოებიც არის მითითებული ვებგვერდზე, პირველ ადგილზე ახლა ფონდი „ქართუა“. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" მმართველი პარტიის დამდუძნებელ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მანამდე კი ყველაზე მსხვილი შენატანები „თიბისი ბანკმა“  და „მაგთიკომმა“ განახორციელეს.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.

მარტში მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ფონდი „ქართუ" მზადაა, ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს, ასევე შეასუსტოს მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 211-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 353 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0