22:58 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1155)
76 0 0

ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის ხუთი გამოჯანმრთელებულია. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ორი დღის განმავლობაში ქობულეთის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა და დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი სოფლის ამბულატორიაშიც იმყოფებოდა.  

მამაკაცი ბათუმში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტია – გუშინ COVID-19 დაუდგინდა 60 წლამდე ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა. მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ პაციენტთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა, სულ 6 ადამიანი. გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა, კარანტინშია კლინიკა „მედინას” რამდენიმე თანამშრომელიც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სწორედ ამ კლინიკაში მიიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. სწორედ აღნიშნული პაციენტის მამაა ინფიცირებული კაცი. გარდა ამ მამაკაცისა, ქალთან კონტაქტის გამო კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, მათ შორის იმ მედპერსონალისაც, რომელთანაც მამაკაცს შეხება ჰქონდა. 

„ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ვეძებთ პაციენტების კვეთის ადგილებს თუ რომელ კლინიკაში იყვნენ. თითოეული პაციენტის კონტაქტებს შევისწავლით. ვიცით, რომ კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასასვლელი მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება. ახლა უნდა შევისწავლოთ ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემხებლობა მედპერსონალთან. ასევე მოხდება მათი იზოლაცია პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

ქობულეთის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით კი, კლინიკა ორი დღით იხურება, შენობაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. ასევე ადგილზე ელოდებიან ეპიდემიოლოგებს, რომლებიც კონტაქტებს დაადგენენ. 

ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის ხუთი გამოჯანმრთელებულია. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

8  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1155)

მთავარი თემები