Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, ნათქვამია საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3.

კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0