პრეზიდენტმა მსჯავრდებული ქალები  შეიწყალა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა შეწყალებული, რომელთა დანაშაული ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

უწყების ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

შეწყალებულები პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0