ქალს, რომელმაც ავარიაში მეუღლე და სამი შვილი დაკარგა, დახმარება ესაჭიროება

CC0 / Pixabay / პაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს ოთხი მგზავრი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ერთი მამაკაცი და სამი მცირეწლოვანია, გარდაცვლილები მამა და შვილები იყვნენ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს, რომელმაც მეუღლე და სამი შვილი ქვიშხეთთან მომხდარ ავარიაში დაკარგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
„ჯოჯოხეთი ხვდება აქ...“ – ქვიშხეთის ავარიაში დაშავებული ქალის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

როგორც ქალის მეგობარი წერს, მარიანა აპარატზეა შეერთებული და მის ოჯახს დიდი თანხის გადახდა უწევს ყოველდღიურად.

„ჩვენ ახლა ყველანი ერთად ვიბრძვით და გთხოვთ თუნდაც ერთი ლარით შეეწიოთ ჩვენს ტკბილ გოგოს, თითოეულ თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ომში. ანგარიშის ნომრები: საქართველოს ბანკი: #GE22BG0000000162482398; TBC ბანკი: #GE37TB7109445064300015; ლიბერთი ბანკი: #GE62LB0211116004056001 მიმღები ეკატერინე ქორიძე“, – წერს ქალი.

26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი და მისი სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი – ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა. ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, ბავშვების დედა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაში იმყოფება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი

ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. იმ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლის დაბადების დღე იყო, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­ზა­რე­ლი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბი იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

ყველა ახალი ამბავი
0