Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ავიაკომპანია Georgian Airways იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს

© photo: Sputnikმრევლი ეკლესიაში
მრევლი ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააღდგომოდ იერუსალიმიდან თბილისში წმინდა ცეცხლი ჩამოაქვთ. გამონაკლისი არც წლევანდელი დღესასწაული იქნება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულზე ავიაკომპანია Georgian Airways ისრაელიდან არა მარტო საქართველოში დაბრუნების მსურველ თანამემამულეებს ჩამოიყვანს, არამედ წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავიაკომპანიის დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, 7 აპრილიდან სპეცრეისების შესრულებისას თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ნაჩუქარი ხატი იქნება დაბრძანებული. 

ეკლესია - Sputnik საქართველო
ანდრია ჯაღმაიძე: კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში

„დღეს პატრიარქმა Georgian Airways-ის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად ჩვენთან ერთად იქნება ორი სასულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ამ დროისათვის ევროპიდან სამშობლოში ხუთი ათასზე მეტი ქართველი დაბრუნდა. უცხოეთში დარჩენილმა ათასამდე მოქალაქემ კი მსოფლიოს 40 ქვეყანაში საქართველოს მთავრობისგან დახმარება მიიღო.

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში – ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. თუმცა, წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. როგორ მოხდება აღდგომის აღნიშვნა, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0