05:30 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
44 0 0

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ექიმები ამ დღეებში კიდევ რამდენიმეს გაწერას ვარაუდობენ.

თბილისი,  6 აპრილი  — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს, რომელთა უმეტესობას ფილტვების ანთება აქვს, განაცხადა კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

38-დან ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ერთი პაციენტი კრიტიკულად ფასდება.

„ყველა ასაკის პაციენტები არიან, მაგრამ ხანდაზმულები, 60 წელს გადაცილებულები უფრო მეტია, ვიდრე პირველ პერიოდში იყო. დაავადება თავიდან უფრო ახალგაზრდებში იყო, ახლა ასაკოვნებში მოიმატა, შესაბამისად სიმძიმემაც უფრო მოიმატა. კრიტიკული პაციენტები არიან და ყოველ წუთში ველოდებით, რომ შეიძლება ჩასართავი გახდეს აპარატზე, მაგრამ ასაკის და კიდევ გვერდითი მოვლენების გამო გარკვეულწილად ვერიდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მხრივ ეს ერთი დამატებითი დატვირთვა არ დავუმატოთ პაციენტს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის თქმით, ამ დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვის ზრდაც.

„ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ მათ გავწერთ“,- აღნიშნა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

ინფიცირებულ მედმუშაკებს გუშინ გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი >>

6 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გარდაიცვალა 2 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები