„შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო, მადლობა, რომ მე ამირჩიე...“ – ყოფილი დეპუტატი გარდაიცვალა

© photo: Ekaterine Togonidze / FBეკატერინე ტოგონიძე
ეკატერინე ტოგონიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე რატი სამყურაშვილი და ეკა ტოგონიძე მრავალი წელია დაქორწინებული არიან, მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მწერალი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მწერალი და ტელეწამყვანი ეკატერინე ტოგონიძე ავრცელებს.

„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა. სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი. შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე. შეხვედრამდე“, – წერს ეკატერინე ტოგონაძე.

რატი სამყურაშვილი სიმსივნეს რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო. ეკას და რატის მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ და ერთი გოგონა ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0