19:57 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
12010

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქტიურია. ცოტა ხნის წინ მან მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გაკვირვებას ვერ მალავს.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ მისმა პოსტმა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებიდან იყო, უნებლიე აჟიოტაჟი შექმნა.

პრეზიდენტი გაკვირვებულია, რომ საზოგადოება მის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა, რადგან მას სურდა, იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო საზოგადოების უმრავლესი ნაწილი სახლშია, თვალი გადაევლოთ კლასიკოსების ნაწარმოებებისთვის და ეს ერთგვარი გამოწვევა ყოფილიყო.

პრეზიდენტის სოციალური აქტიურობა ამ თემაზე ახალი არ არის. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ცნობილი ქორეოგრაფის და მოცეკვავის თეა დარჩიას ცეკვის ვიდეო გაიზიარა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. „ასე თუ ვერ ცეკვავთ, დარჩით სახლში და უყურეთ“, – დაწერა ზურაბიშვილმა.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საქართველოს პრეზიდენტმა საქველმოქმედო ფონდიდან 30 ათასი ლარიც გადარიცხა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა.

სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი კარანტინში გადაიყვანეს >>>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები