საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Pavel L'vov / გადასვლა მედიაბანკშიექიმი საავადმყოფოში
ექიმი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან უმძიმეს მდგომარეობაში იყო გადაყვანილი. მას აღენიშნებოდა მწვავე ორმხრივი პნევმონია, მწვავე დისტრესსინდრომი, მწვავე რესპირატორული სინდრომი, მწვავე სეფსისი.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი კრიტიკული პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა დასტაბილურდა

გარდაცვლილია 81 წლის ქალი. პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან უმძიმეს მდგომარეობაში იყო გადაყვანილი. მას აღენიშნებოდა მწვავე ორმხრივი პნევმონია, მწვავე დისტრესსინდრომი, მწვავე რესპირატორული სინდრომი, მწვავე სეფსისი.

4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ამ დროისათვის 170-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0