08:09 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
173 0 0

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28,  გარდაიცვალა -1

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა >>

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28,  გარდაიცვალა - 1. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

გამყრელიძის განცხადებით, აპრილი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე თვე იქნება და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარიც.

„ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში შეკავების ფაზა და ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება მაქსიმალურად „გაიწელა“ .

„ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები