სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო 26 პირი დაჯარიმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გუშინ ღამით 26 ადამიანი დააჯარიმეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში 58 ადამიანია. სულ რეგიონიდან კარანტინის სივრცეებში 286 მოქალაქე იმყოფება.

ტაქსის მძღოლი - Sputnik საქართველო
თელავში ტაქსის მძღოლებმა მანქანების სალონები პოლიეთილენის პარკით გადატიხრეს

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ახალი კორონავირუსით მოთავსებულ ორ ადამიანს, ვიბლიანის თქმით, მკურნალობას განაგრძობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 62 ადამიანი რჩება.

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28, კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0