02:08 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
97 0 0

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს დასრულდეს.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე, იგოეთი–თბილისის მონაკვეთზე. ამ ადგილზე, სოფელ მუხრანისა და პატარა ქანდის მახლობლად, ადრე ხიდი ფუნქციონირებდა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო დემონტაჟს საჭიროებდა.

„სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროექტის თანახმად, მდინარე ქსანზე შენდება ახალი, 195 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის სიგანეც 14 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.

ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4,1 მლნ ლარია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები