გახარია ონლაინ-გაყიდვებზე: კომპანია უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში იმუშავებს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად ტოტალური აკრძალვებისა, ზოგიერთმა მაღაზიამ უკვე მიიღო ონლაინ-გაყიდვების უფლება და მოქალაქეებს შეუძლიათ ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ შეძენა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კურიერი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: არასასურსათო პროდუქციის ონლაინ–მიწოდება პრაქტიკულად აკრძალულია

კორონავირუსის გარცელების საფრთხის გამო საქართველოში, მზა საკვების გარდა, ყველა პროდუქტის ონლაინ-მიწოდება შეიზღუდა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ხუთშაბათს ხელისუფლებამ სია გააფართოვა და პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის ონლაინ-გაყიდვის ნებართვა გასცა.

გახარიას განცხადებით, მთავრობა მიესალმება ონლაინ-მიწოდების სერვისების განვითარებას ქვეყანაში.

„გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო ეკონომიკური ღონისძიებების თვალსაზრისით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და შევზღუდეთ გარკვეული აქტივობები მიტანის სერვისებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე – ეკონომიკა. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, თუმცა, პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყანაში ონლაინ-გაყიდვების შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესმა ონლაინ-გაყიდვების უფლების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს, ჯერჯერობით კი არასასურსათო პროდუქციის მიწოდება აკრძალულია.

მიუხედავად ტოტალური აკრძალვებისა, ზოგიერთმა მაღაზიამ უკვე მიიღო ონლაინ-გაყიდვების უფლება და მოქალაქეებს შეუძლიათ ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ შეძენა.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მომენტამდე კარანტინის ზონად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო გამოცხადებული, სადაც კორონავირუსის აფეთქების ალბათობა იყო. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა.

3 აპრილის დილის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-19 სულ 148 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 27. საკარანტინო რეჟიმში 5 392 პირი რჩება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0