მთავრობა უცხოეთიდან თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აგრძელებს

© courtesy of Georgian Airways Georgian Airways
 Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის ქვეყანაში ორგანიზებულად დაახლოებით ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ადგილებზე კი დახმარება რამდენიმე ათას თანამემამულეს გაეწია.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ქართული მხარე სპეციალური ავიარეისებით უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას აგრძელებს. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები. 10 აპრილის შემდეგ დამატებით ორი მიმართულება დაინიშნა: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

3 აპრილს განხორციელდება ავიარეისები ვარშავა–თბილისი და ბერლინი–თბილისი. 4 აპრილს კი კომპანია Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებს ლონდონიდან ჩამოიყვანს. 7 აპრილს შედგება რეისი ათენი–თბილისი, 10 აპრილს კი ლარნაკა–თბილისი.

ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის ჩარტერული რეისებით სამშობლოში 300-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ყველა მათგანს 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო ზონაში მოათავსებენ.

დღეისათვის ქვეყანაში ორგანიზებულად დაახლოებით ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ადგილებზე კი დახმარება რამდენიმე ათას თანამემამულეს გაეწია.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მომენტამდე კარანტინის ზონად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო გამოცხადებული, სადაც კორონავირუსის აფეთქების ალბათობა იყო. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა.

3 აპრილის დილის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-19 სულ 148 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 27. საკარანტინო რეჟიმში 5 550 პირი რჩება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0