13:47 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
113 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დადასტურებული ოთხი შემთხვევიდან სამი პაციენტი რესპუბლიკურ სავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ერთი  ადამიანი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლი პირველი არხი. 

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ესენი არიან რუსთავის საკრებულოს წევრი და მისი მშობლები. დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

გოფოძის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პნევმონია არ აღენიშნებათ. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე ინფორმაციით, მათთან ერთად შემოწმებულ  კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კირონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეემატა თბილისი ინფექციურ საავადმყოფოს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

„ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ კორონავირუსი. დღეს დილას 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“, -  განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია. უკვე გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები