იმნაძე: ეკლესიაც ისეთივე თავშეყრის ადგილია, როგორც ნებისმიერი სხვა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრებში მისვლა, საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა, თუნდაც უსაფრთხოების ზომების დაცვით, კორონავირუსით დაინფიცირების რისკს მაინც ზრდის, მიიჩნევს ინფექციონისტი.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ეკლესია, ისევე, როგორც ადამიანების მასობრივი თავშეყრის სხვა ნებისმიერი ადგილი, შეიძლება ინფექციის, ამ შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელები წყარო გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

გიორგი გახარია: მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში>>

მისი თქმით, ახალ დაინფიცირებებთან დაკავშირებით სიტუაციის გაკონტროლების ერთადერთი საშუალება სოციალური დისტანციის დაცვაა, ასევე ყველა ადრე გავრცელებული რეკომენდაციის დაცვა.

„ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც, მათ შორის ანტიეკლესიურებსაც. ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური სახის დისტანცირება არის ერთადერთი გზა, რათა ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი, არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით დაინფიცირებულით, შეიძლება იყოს ათეულობით ახალი შემთხვევა და არა ასეულობით“, – განაცხადა იმნაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეკომენდაცია, მათ შორის სახლის პირობებშიც, ოჯახში.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 130 შემთხვევაა.

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში - Sputnik საქართველო
ტაძრის კარი ღია დარჩება: ილია მეორემ მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

ამასთან, ილია მეორემ მრევლს რჩევებიც მისცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, ეს გავაკეთოთ სახლში“.

ყველა ახალი ამბავი
0