ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Shota Nozadzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა ერთი სტრუქტურული ერთეულის შვიდ თანამშრომელს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა ერთი სტრუქტურული ერთეულის შვიდ თანამშრომელს.

„ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.

ინფიცირებულები ამ დროისათვის გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენის მიზნით. 

კიბერ–შეტევა - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას ონლაინ-ოპერაციების შესრულებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეროვნული ბანკი აგრძელებს ქვეყნისთვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას.

16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0