04:07 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
94 0 0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მეორე ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ამ წუთებში ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული ბავშვის მშობელს ვირუსი ამ  ეტაპზე არ დაუდასტურდა.

„დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი. მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობელს უარყოფითი აქვს, მარტო ბავშვს აქვს დადებითი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მეორე დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები