მარნეულში სოციალურად დაუცველებს პროდუქტებს ურიგებენ

© photo : Irakli Garibashvili / FBსურსათის დარიგება მარნეულში
სურსათის დარიგება მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალიტეტის ყველაზე გაჭირვებული მცხოვრებნი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესისგან კვების პროდუქტებს მიიღებენ

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. მარნეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კვების პროდუქტს ურიგებენ, იუწყება პირველი არხი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება კერძო სექტორის დახმარებით 2,6 ათას ოჯახს დაეხმარება.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
მარნეულის მერი: გთხოვთ, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები... დარჩით სახლში!

„დახმარება უკვე მიიღო 1300-ზე მეტმა ოჯახმა, დღეს დამატებით 1300 ოჯახს გადავცემთ და დღის ბოლოს უკვე მარნეულში 2600 ოჯახი მიიღებს დახმარებას ჩვენგან. სხვადასხვა სახის პროდუქცია არის. ვეხმარებით საბავშვო საკვებითაც, მედიკამენტებითაც. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება მარნეულში და მასში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მერის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარი გამოიყო.

მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები იყო, რომლებშიც კარანტინი გამოცხადდა. ამჟამად ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება და პერიოდულად აწესებს შეზღუდვებს, რომლებიც სოციალურ იზოლაციას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0