07:30 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
102 0 0

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება არ განხორციელდება.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჭირვებული მოსახლეობისთვის იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქებს, ვინც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბომეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ბიუჯეტი 3 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს სრულად დაუფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება არ განხორციელდება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

„მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები