ლარსიდან შემოსულ სატვირთოებს საპატრულო პოლიცია აცილებს

© Sputnik / Shota Nozadzeპოლიცია ბლოკპოსტზე
პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21

თბილისი, 31 მარტი -  Sputnik. ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტში შემოსული სატრანზიტო სატვირთო მანქანების კოლონას საპატრულო პოლიცია მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე აცილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სატვირთო - Sputnik საქართველო
ბათუმიდან სომხეთში მიმავალ ტრაილერის მძღოლს საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საქართველოს მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს   საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0