COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს 40-მდე კლინიკა მიიღებს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikovრეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ზუგდიდში არსებული კლინიკები მოემსახურებიან.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, მაღალი ტემპერატურისა და COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს მოემსახურონ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ექიმები - Sputnik საქართველო
ადასტურებს სტატისტიკა: მედიკოსები COVID-19-ის დამატებით რისკ-ფაქტორს ასახელებენ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში რჩება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 278. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.

„უკანასკნელ ხანებში გვქონდა პრობლემები, ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულ კლინიკებში, თუმცა დღეისათვის რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა მათ უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასეთი კლინიკები ყველა რაიონულ ცენტრში ფუნქციონირებს. რაც შეეხება მცირე სამედიცინო დაწესებულებებს, ისინი, საკმარისი ადგილების უქონლობის გამო, ადამიანებს უახლოეს მსხვილ კლინიკებში გადაამისამართებენ. გაბუნიას განმარტებით, ისინი დიდი ხანია უკვე მობილიზებული არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად.

„ასეთი კლინიკები მზადყოფნაშია და შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად მოხდება მათი გადაწყობა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურებაზე. ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ანუ რეგიონულად მოცვა არის საკმაოდ კარგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმი გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევიდა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0