ფოთში ქართული წარმოების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს

გამოწერა
პირბადეები სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში შეიკერა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ფოთში საქართველოში წარმოებული პირბადეების დარიგება მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სამხედროები ბლოკპოსტზე კარანტინის პირობებში - Sputnik საქართველო
ქართველ სამხედროებს ქართული წარმოების პირბადეები დაიცავს

საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება 19 მარტიდან დაიწყო. პროგრამაში ათამდე საწარმო ჩაერთო, მათ შორის რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საჭირო მასალა შემოაქვთ.

დეფიციტური პირბადეების შეკერვა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სტანდარტებით მიმდინარეობს.

პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება, პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, მრავალჯერ შეიძლება.

მუნიციპალიტეტში პირბადეების დარიგება დაიწყო პრიორიტეტების მიხედვით – ობიექტებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე. აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც კარანტინის ზონებთან აქვთ შეხება, ასევე პოლიციელები, მებაჟეები, ბენზინგასამართი სადგურების, საბანკო სექტორის წარმომადგენლები. ქართული წარმოების პირბადეები ასევე დაურიგდებათ დიდ სასურსათო მაღაზიებს და მცირე საუბნო მარკეტებსაც. 

მოსახერხებელი პირბადე - Sputnik საქართველო
პირბადე ვერ იშოვეთ? – ნახეთ როგორ უნდა გააკეთოთ ის ბავშვის საფენისგან – სახალისო ვიდეო

პირბადეები სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში შეიკერა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო, საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0