საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება

გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინი მანამდე გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ბლოკპოსტები - Sputnik საქართველო
ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინი მანამდე გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ჩიქოვანის განცხადებით, დამატებით ორი რაიონის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქალაქის მსგავსი რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო. 

მყიდველი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
შავი დღისთვის: საქართველო სურსათის სტრატეგიულ მარაგს ქმნის

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ადგილზე ასევე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შსს-ს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნიან საკარანტინო შეზღუდვებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მინზით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში რჩება 4995, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0