ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებთან საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო

გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინი მანამდე გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებების გამკაცრების ფარგლებში, პირთა გადაადგილების მონიტორინგის და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინი მანამდე გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მინზით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ადგილზე ასევე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შსს-ს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო შეზღუდვებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 108 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში რჩება 5114, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

კერძოდ, რა იკრძალება კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – იხილეთ აქ.

ნიკა ლატარია





 

ყველა ახალი ამბავი
0