04:32 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
59 0 0

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა. 

მისი სიტყვებით, რაიონში თერმოსკრინინგი 83 ათას ადამიანს ჩაუტარდა, ადგილობრივების შემოწმება ამ დრომდე გრძელდება.

„ისევ მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მარნეულში არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ გამოვლენილა. ეს არის სასიხარულო და ამას ყველა დადებითად აღვიქვამთ. სტრუქტურები, რომლებიც აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან უნდა იყვნენ, მუშაობენ ძალიან კარგად და კოორდინირებულად“, – განაცხადა ნავერიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ნავერიანის განმარტებით, შესაბამისი სტრუქტურები მარნეულში ვითარებას აკონტროლებენ. მან იმედი გამოთქვა, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, შეიძლება ძალზე კარგი შედეგები მივიღოთ.

„სოფელშიც და ქალაქშიც მივაღწიეთ იმას, რომ გარეთ ხალხის სიმცირე ნამდვილად იგრძნობა. მოვუწოდებ საზოგადოებას, დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ მოთხოვნები, რომლებიც რეგულაციებით არის განსაზღვრული. მოსახლეობის ინფორმირებას ყველგან ვახორციელებთ“, – აღნიშნა დეპუტატმა. 

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ორი კვირით საზღვარი დაკეტა. 21 მარტს კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები