01:38 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
94 0 0

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 91-ე პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულ 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს, ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა >>

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 717 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, 91-ე პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„91-ე პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. დღეს დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენი უარყოფითი. 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული დანარჩენი 44 არის კოვიდის ექვს მიმღებ დაწესებულებაში. წყარო ცნობილია მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები