ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

© Sputnik / Shota Nozadzeკახა კალაძე წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად
კახა კალაძე წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და ხანდაზმულებს დაურიგებენ

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება, იუწყება „Sputnik საქართველოს“ ჟურნალისტი.

© Sputnik / Shota Nozadzeწითელი ჯვარი
ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტთან ნათია ლოლაძესთან ერთად, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იმყოფებოდა.

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“, ასევე „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

© Sputnik / Shota Nozadzeწითელი ჯვარი
ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

„რიგით მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

© Sputnik / Shota Nozadzeწითელი ჯვარი
ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც დახმარების მიღების სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ მერიის „ცხელ ხაზზე“ – 2 72 22 22.

© Sputnik / Shota Nozadzeწითელი ჯვარი
ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0