18:07 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
9210

28  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა უკვე 16-ს შეადგენს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით >>

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.

ეზუგბაიას განცხადებით, 15 პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში გამოჯანმრთელდა, ერთი კი – საჩხერეში.

„ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია, ანუ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა ის მიიჩნევა, როგორც გამოჯანმრთელებული. ეს არის მე-16 პაციენტი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები