„ჩემი უბნის დღის გმირი“ – თონის მეპატრონე პურს უფასოდ არიგებს – ვიდეო

© photo: Sputnik / Anna Yarovikovaთონე
თონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გარემოდან გამომდინარე საქართველოში ცნობილი ხდება იმ ადამიანების შესახებ, ვინც ცდილობს, როგორმე შეუმსუბუქოს მდგომარეობა სხვებს. ერთ-ერთი სწორედ ამ ვიდეოს გმირია.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი თონის მეპატრონე მოსახლეობას პურს უსასყიდლოდ ურიგებს. მან ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე მიიღო.

ეს ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა საცხობთან გადაიღო, რასაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

„ჩემი უბნის დღის გმირი, კაი, გემრიელი რაჭველი კაცი გელა სხირტლაძეა. თონის პურს ყიდის უფასოდ. თვითონ იქით დგას, რცხვენია, არ გადამიღოო. არადა ასეთ ხალხს უნდა იცნობდეს საქართველოს მოსახლეობა. ამრავლოს ასეთი ხალხი“, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. საქართველოში კორონავირუსისგან სულ 13 ადამიანი განიკურნა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 257 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0