01:14 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
62 0 0

ბავშვი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს მოათავსეს. პატარას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი აღმოაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დღეს შემოიყვანეს ბავშვი ორი წლის, რომელთანაც დადასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ემ ეტაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომარეობა, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა“, – განუცხადეს კლინიკაში საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვის ბებიას და ბაბუას ასევე აქვთ კორონავირუსი და ისინი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.

ამ დროისთვის აღნიშნულ კლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთი – კორონავირუსული ინფექციით.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 79 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 10 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები