20:22 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
70 0 0

დღეს „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ფონდმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამედიცინო პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელთათმანები ზუგდიდის ბულვარში დაარიგეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება პოლიტიკურმა პარტიებმა თვითრეკლამისთვის არ უნდა გამოიყენონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას. 

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ზუგდიდში მოსახლეობისთვის სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები დაარიგეს. აქციაზე ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიუხედავად საქველმოქმედო მიზნისა, აღნიშნულმა აქციამ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დაარღვია, რომელიც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს, აღნიშნა იმნაძემ.

აქცია ნეგატიურად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც.

მინისტრის სიტყვებით, პოლიტიკურ პარტიებს უფლება არ აქვთ შექმნილი ვითარება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ქველმოქმედება კარგია, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. ეს გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა: სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. პირბადეების გარდა, მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად ადგილზე ვნახავ. იქ საკარანტინო ზონა მოეწყობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ. 

თანაპარტიელების აქცია შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. მან მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ხდება – აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე.

„სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში“, – დაწერა მელიამ საკუთარ Facebook–გვერდზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა ზუგდიდს მერმა გიორგი შენგელიამ.

„მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრებენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით, ხელს უშლიან ამ ვირუსის გავრცელების აღკვეთას, ეს ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია“, – განაცხადა მერმა.

დღეს „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ფონდმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამედიცინო პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელთათმანები ზუგდიდის ბულვარში დაარიგეს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები