ეპიდემიოლოგებმა მარნეულელი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყაროს მიაგნეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა იმნაძის განცხადებით, 62 წლის მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო პრაქტიკულად უკვე დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მარნეულსა და ბოლნისში 19 ათასამდე ადამიანი შემოწმდა>>

იმნაძის თქმით, შესაძლებელია უკვე დარწმუნებით თქმა, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო დადგენილია.

„კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფექცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, ჩვენ გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ, რათა დავადასტუროთ, ზუსტად როდის მოხვდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ვირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

„ორ მუნიციპალიტეტში ჩვენ დაახლოებით გამოკვლეული გვყავს 80 ადამიანი. საუბარია უკვე დასრულებულ ანალიზებზე. ეს არის როგორც ახლო კონტაქტები, ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით. ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს, რადგან ყველა, ვინც დადებითია, ამ ქალბატონის ახლო ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.

ტესტები - Sputnik საქართველო
ბოლნისში ფეხმძიმე ქალს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, აიკრძალა მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო გადაზიდვებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით გადაადგილდებიან. მარნეულში საველე ჰოსპიტალი შეიქმნა. კარანტინი ორ რაიონში სწორედ ამ მარნეულელი ქალის დაავადებას უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენდა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0