StopCov–ფონდში სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან 30 ათასი ლარი გადაირიცხა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში თავმოყრილია 6,5 მილიონი ლარი. თანხას რიცხავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ბიზნეს-კომპანიები.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან 30 ათასი ლარი გადაირიცხა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიხეილ დაუშვილი - Sputnik საქართველო
რას მოხმარდება საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებული მილიონები?

StopCov–ფონდი საქართველოში ახალი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში დაარსდა. ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.

„საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელთან ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან  ბრძოლის ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ შეიქმნა", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ დროისათვის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თავმოყრილია 6,5 მილიონი ლარი. თანხას რიცხავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ბიზნეს-კომპანიები. მნიშვნელოვან თანხებს ფონდში რიცხავენ ასევე ქართული დიასპორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. 

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0