ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები კორონავირუსზე უკვე საქართველოშია

© photo: Archil Kalandia / FBკორონავირუსის ტესტები ჩინეთიდან
კორონავირუსის ტესტები ჩინეთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არის

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ნაჩუქარი კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ექსპრეს-ტესტები უკვე საქართველოშია, ამის შესახებ თავის Facebook-გვერდზე ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ დაწერა.

ხილისა და ბოსტნეულის ვაჭრობა - Sputnik საქართველო
ბოსტნეული და ხილი კარანტინის ზონიდან: უსაფრთხოა თუ არა მარნეულის პროდუქტი?

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ.

კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი შექმნეს ჩინელმა მეცნიერებმა, უჰანში ეპიდემიის აფეთქებიდან ერთი თვის შემდეგ. კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად საჭიროა ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღება. ასეთი ანალიზი დაავადებას ძალიან სწრაფად - 15 წუთში გამოავლენს.

ელჩის მონაცემებით, რომელმაც ნაჩუქარი ტესტებით ყუთების ფოტო გამოაქვეყნა, ტესტებს ყველა საჭირო დანადგარი მოყვება.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.

თბილისში - Sputnik საქართველო
ფონდი „ქართუ" მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

ამასთან ექიმებმა უკვე გააფრთხილეს საქართველოს მოქალაქეები, რომ კორონავირუსის ტესტის გაკეთება საკუთარი სურვილით არ შეიძლება. ტესტირების დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან 200 ათასი ტესტის შესაძენად.

ადამიანი მიიჩნევა გაჯანმრთელებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტი კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ადრე ინფექციონისტებმა და ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატებაა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0