16:02 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (799)
13110

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ მარნეულში მოყვანილი კვების პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. სოფლის მეურნეობის პროდუქცია მარნეულიდან, სადაც კარანტინია გამოცხადებული, არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულიდან ჩამოყვანილი ახალშობილი >>

მისი თქმით, მან არაერთი კონსულტაცია გამართა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ამ საკითხზე.

„სოფლის მეურნეობის პროდუქცია - იქნება ეს კარტოფილი, ხახვი თუ მწვანილი - არ წარმოადგენს საფრთხეს. როდესაც ვიღებთ პროდუქტს მინდვრიდან, ჩვენ მას ისედაც ვამუშავებთ, ვრეცხავთ“, - განაცხადა სუბარმა.

მან აღნიშნა, რომ მარნეულიდან პროდუქტის წამოსაღებად რეგიონში თბილისიდან მანქანა ივლის. მანქანა პროდუქტით ისე დაიტვირთება, რომ ადამიანთან კონტაქტი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

საქართველოს მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარანტინის რეჟიმი გამოაცხადა. საერთო ჯამში, ამ ორ რაიონში ცხოვრობს 200 ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი აზერბაიჯანელები არიან.

აღნიშნული ზომა უკავშირდება მარნეულის მკვიდრი 62 წლის ქალბატონისთვის კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს. ამჟამად კარანტინის ზონაში უშვებენ მხოლოდ მანქანებს ტვირთით, სადეზინფექციო ხსნარებით მათი საგულდაგულოდ დამუშავების შემდეგ.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (799)

მთავარი თემები