23:57 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2107)
151510

თვითიზოლაციაში მყოფი პოპულარული მსახიობი შვილიშვილებთან და ძაღლთან ერთად ერთობა. ნატალია ყიფშიძე ბაბუის სასაცილო ვიდეოს აქვეყნებს...

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველაფერი შეჩერებულია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ვარსკვლავები სხვადასხვა ხერხით ერთობიან. ერთ-ერთი შეუდარებელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე სახლში თვითიზოლაციის პირობებში დროს შვილიშვილებთან ერთად ატარებს. ნატალია ყიფშიძის სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ბაბუა პოზიტიურ განწყობაზეა. ზურა ყიფშიძის მოულოდნელი საქციელით გაკვირვებული ნატალია ყიფშიძე ემოციებს ვერ მალავს. ნახეთ უახლესი ვიდეო Instagram-დან.

მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს ნელდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ. ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2107)

მთავარი თემები