საქართველოში გიგანტური კალიები გამოჩნდა? – სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება

© Pixabay / PIM69კალია
კალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დიდი ზომის კალიები გამოჩნდა. მწერების ფოტოებს სოციალურ ქსელში ჯაბა ღლონტი აქვეყნებს.

„ასეთი კალიები გამოჩნდა ოზურგეთში. სოფ დვაბზუში. ეგებ შესაბამისმა სამსახურებმა მიიღოს ზომები სანამ დროა!“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. (მასალის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ოტოები წაშალა).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოტოების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ უდაბნოს კალია საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საქართველოში საფუძველს მოკლებულია.

კალიები - Sputnik საქართველო
უდაბნოს კალიაღა გვაკლდა!

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს ასევე, რომ ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

კალია - Sputnik საქართველო
საქართველოს ორ რეგიონში იტალიურ კალიას ებრძვიან

„სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს“, – აცხადებს სააგენტო.

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

ყველა ახალი ამბავი
0